რომან აბრამოვიჩისთვის დაწესებული სანქციებით პრობლემები ლონდონის „ჩელსისაც“ შეექმნა, რომელსაც სპონსორები Three და Nike-ც კი ტოვებენ.
მიუხედავად ამისა, ტომას ტუხელი ამბობს, რომ გუნდი ბოლომდე ერთად იქნება და მიმდინარე სეზონში მაქსიმუმისთვის იბრძოლებენ.
„გუნდში პრობლემას ვერ ვხედავ. სანამ მატჩის სათამაშოდ საკმარისი ფორმა გვექნება და ავტობუსი გვეყოლება, ვითამაშებთ“, - თქვა გერმანელმა სპეციალისტმა.
შეგახსენებთ, რომ „ჩელსის“ ტრანსფერების განხორციელება, საშინაო მატჩზე ბილეთების გაყიდვა აეკრძალა, ხოლო რომან აბრამოვიჩს კლუბის გასხვისება. „ჩელსიმ“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე პრემიერლიგაში სათამაშოდ სპეციალური, ლიმიტირებული ლიცენზია მიიღო.