„პარი სენ ჟერმენის“ ფეხბურთელმა კილიან მბაპემ ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი მარცხის შემდეგ კომენტარი პირველად გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად მტკივნეული წაგებისა, სეზონის ბოლომდე მოტივირებულები იქნებიან.
„რთული მომენტია. ჩემპიონთა ლიგა ჩვენთვის მთავარი მიზანი იყო, მაგრამ მისი მიღწევა ვერ შევძელით. სეზონი ჯერ არ დასრულებულა და მიუხედავად ყველაფრისა, ბოლომდე ერთიანი და მონდომებულები ვიქნებით. მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც მხარს გვიჭერენ“, - დაწერა მბაპემ სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, კილიან მბაპემ მადრიდის „რეალთან“ ორივე მატჩში შეძლო გოლის გატანა, მაგრამ მისი გუნდი მაინც დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.