უკრაინის პრემიერლიგამ ევროპული ლიგების ასოციაციას თხოვნით მიმართა, რომ რუსულ მაუწყებლებთან არსებული ხელშეკრულებები შეწყვიტონ.
აღსანიშნავია, რომ ევროპული ლიგების ასოციაციის რიგ-გარეშე შეხვედრა დღეს ვიდეოკონფერენციის საშუალებით გაიმართა, სადაც უკრაინაში მიმდინარე ომი და უკრაინელი ხალხის დახმარების გზები განიხილეს. UPL-ს თხოვნაზე კი, მათ პირობა დადეს, რომ ამ შესაძლებლობას განიხილავენ.
შეგახსენებთ, ინგლისის პრემიერლიგამ რუსეთში მაუწყებლობა ორი დღის წინ უკვე შეაჩერა.