თამაშგარე

17:59 | 10.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ამერიკელი ლამაზმანი ხილული ოცნებებით

28 წლის ამერიკელი სერფერი ბრი კლეინტოპი ერთი ჩვეულებრივი ლამაზმანი სპორტსმენი იქნებოდა, რომ არა სოციალურ ქსელებში მოსუნსულე ფოტოსტუდიების აგენტები, რომლებმაც ეს ეშხიანი გოგონა სწორედ სოციალურ ქსელებში გამოდებული თამამი ფოტოებით გაიცნეს და მყისვე გაამოდელ-გააფეშენეს.

ახლა ბრი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერფერია, რომელსაც მიუხედავად იმისა, რომ კორონა-პანდემიის გამო სპორტულ საქმიანობაში ხელი გვარიანად შეეშალა, აქტიურობას არ წყვეტს და დღე ისე არ გავა, “ინსტაგრამში“ შეყრილი მისი ათასობით ფანი თამამი ფოტოებით არ გაახაროს და გააბედნიეროს.

ბრი კლეინტოპი მსახიობობაზეც ოცნებობს და ბევრი ამერიკელი ლამაზმანის მსგავსად, ჰოლივუდში ძალების მოსინჯვა აქვს მიზნად დასახული. ეს ისეთი ვინმეა, არ უნდა გაგვიკვირდეს, სულ მალე მსახიობადაც თუ მოგვევლინება. მით უმეტეს, რომ მისი ფანები მუდმივად აქეზებენ - შენ სცადე და ჩვენ მხარდაჭერას არ მოგაკლებთო.

0.13113