ფეხბურთი

10:51 | 10.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

რიო ფერდინანდი: „პსჟ-ს სამი ფეხბურთელის გადამეტებული თავმოყვარეობა უშლის ხელს“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი მცველი, ამჟამად კი ფეხბურთის ანალიტიკოსი, რიო ფერდინანდი მიიჩნევს, რომ „პარი სენ-ჟერმენის“ ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნა მთავარ მწვრთნელს, მაურისო პოჩეტინოს არ უნდა დაბრალდეს.

„არ შეიძლება მაურისიო პოჩეტინოსკენ თითის გაშვერა. პსჟ-ში სამი ფეხბურთელია, რომელთა გადამეტებული თავმოყვარეობა გუნდს წარმატებაში ხელს უშლის. მათ უნდა მოვთხოვოთ პასუხი და არა ხელმძღვანელობას. კლუბის ისტორიის გათვალისწინებით, არ მგონია მწვრთნელის მიმართ კრიტიკა მართებული იყოს.“ - ციტირებს ფერდინანდის სიტყვებს Daily Mail.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში მადრიდის „რეალმა“ „პარი სენ-ჟერნეს“ კარიმ ბენზემას ჰეთ-თრიქით 3:1 მოუგო (პორველი მატჩი 0:1) და ტურნირიდან გამოთიშა.

0.115865