მსოფლიოს ყოფილი პირველი პირველი ჩოგანი ენდი მარი ამბობს, რომ მიმდინარე სეზონში, ტურნირებზე მოპოვებულ საპრიზო შემოსავალს, სრულად მიუძღვნის იმ ბავშვებს, რომლებიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად დაზარალდნენ.
ომის დაწყების შემდეგ, უკრაინა უკვე ორ მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. მათი უმეტესობა ქალი და ბავშვია. უფრო მეტიც, როგორც მარი ამბობს, ომის გაგრძელების შემთხვევაში, 7.5 მილიონ ბავშვს შეექმნება საფრთხე.
„უკრაინაში კონფლიქტის გაგრძელება, 7.5 მილიონზე მეტ ბავშვს შეუქმნის საფრთხეს. სხვა პრობლემებთან ერთად, მათთვის სწავლის გაგრძელება ძალიან მნიშვნელოვანია. UNICEF მუშაობს იმისთვის, რომ განათლების მიღება, იძულებით გადაადგილებული ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი იყოს. ასევე მნიშვნელოვანია დაზიანებული სკოლების აღდგენა და მათი ეკიპირება. მე ვაპირებ, რომ ამ სეზონში მოპოვებული საპრიზო თანხები, სრულად მოვახმარო უკრაინელ ბავშვებს. ამასთან, მსურველებს UNICEF-ის ჰუმანიტარული ღონისძიებების მხარდაჭერის საშუალება ექნებათ“, - ამბობს მარი, ვინც ბრიტანული UNICEF-ის კეთილი ნების ეჩია.
ATP-მ, WTA-მ და ITF-მა, ასევე დიდი სლემის ოთხივე ტურნირმა გამოაცხადეს, რომ უკრაინის საჩოგბურთო ფედერაციისთვის, ერთობლივად 700 ათას დოლარს გაიღებენ.