კალათბურთი

1:11 | 10.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის 8 ქულა და "ტენერიფეს" მორიგი გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაზე

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფემ“ უნგრულ „შომბატელის“ უმასპინძლა და იოლად, 87:62 დაამარცხა. ესპანელებმა პირველი პერიოდი ორი ქულით წააგეს, მაგრამ შემდეგ თამაშის სადავეები ხელთ იგდეს და გამარჯვება არ გასჭირვებიათ.

გიორგი შერმადინმა 20:19 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში კი საკუთარ გუნდს 8 ქულით, 4 მოხსნით და 3 პასით დაეხმარა. გიორგიმ 5-დან 2 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 9-ს გაუტოლდა.

„ლენოვო ტენერიფე“ L ჯგუფს ოთხი ტურის შემდეგ 4 გამარჯვებით ლიდერობს, მომდევნო შეხვედრას კი 15 მარტს, სტუმრად „რიტასის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

0.115605