პორტუგალიის ეროვნული ნაკრების შემტევმა პედრუ ნეტუმ "ვულვზთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა და გუნდში 2027 წლის ივლისამდე დარჩება. აღნიშნული ინფორმაცია ინგლისური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
ნეტუ ინგლისელებმა 2019 წელს "ლაციოდან" 17.9 მილიონ ევროს სანაცვლოდ დაიმატეს. მას შემდეგ პორტუგალიელმა 83 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 10 გოლი და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა. მიმდინარე სეზონში პედრუ ტრავმირებული იყო და მოედანს თებერვლის შუა რიცხვებიდან დაუბრუნდა.