საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან უელსის მასტერსზე ითამაშებს, რომლის პირველი წრისგან თავისუფალია.
ბასილაშვილი ტურნირზე მე-18 ნომრადაა განთესილი და ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთვება, სადაც იტალიელ ფაბიო ფონინისა და ესპანელო პაბლო ანდუხარის წყვილში უმჯობესს შეხვდება.
ნიკოლოზი თუ ამ ბარიერის დაძლევას მოახერხებს, მესამე წრეში ბრიტანელ კემერონ ნორის გაეჯიბრება და რევანშის შანსი ექნება, რადგან ბასილაშვილი შარშანდელი ინდიან უელსის ფინალისტია და იქ სწორედ ნორისთან წააგო.
შეგახსენებთ, რომ ინდიან უელსის 2022 წლის მასტერსი სტარტს 10 მარტს აიღებს.