ფეხბურთი

15:00 | 9.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

კიტეიშვილი თამაშს სავარაუდოდ სანაკრებო პაუზის შემდეგ მოახერხებს

საქართველოს ნაკრებისა და გრაცის „შტურმის“ ფეხბურთელი ოთარ კიტეიშვილი მოედანზე სავარაუდოდ აპრილის დასაწყისში დაბრუნდება.

ავსტრიული კლუბის სპორტულმა დირექტორმა ანდრეას შიკერმა განაცხადა, რომ მისი დაბრუნება სანაკრებო პაუზის შემდეგაა მოსალოდნელი. სანაკრებო ფანჯარა 24-29 მარტსაა და შესაბამისად, ოთარი ვერ საქართველოს ნაკრების დახმარებას შეძლებს უახლოეს ორ ამხანაგურ მატჩში ალბანეთთან და ბოსნიასთან.

კიტეიშვილმა ტრავმა 30 სექტემბერს მიიღო და მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 14 მატჩში 4 გოლი და 4 საგოლე პასია.

ქართველი ფეხბურთელი „შტურმის“ დახმარებას სეზონის ბოლო 8 შეხვედრაში მოახერხებს, მისი გუნდი კი ავსტრიის ბუნდესლიგაში მეორე ადგილზეა და ამ პოზიციის შენარჩუნებას ეცდება, რადგან ლიდერ „ზალცბურგთან“ ჩამორჩენა 18 ქულას შეადგენს.

0.117769