ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატი დაიწყო, რომლის პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრებს ოქროს მედალი გიორგი შოთაძემ მოუტანა.
63 კგ წონით კატეგორიაში მან შესანიშნავად იასპარეზა, ფინალში კი აზერბაიჯანელ ზიია ბაბაშოვი დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.
გარდა ამისა, ვერცხლის მედალი მოიპოვა 77 კგ წონით კატეგორიაში დავით სოლოღაშვილმა, ხოლო გიორგი ჩოფურაშვილმა (130 კგ) ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.
9 მარტს მედლები ხუთ წონაში გათამაშდება და საინტერესოა, რომ ხუთივეში ქართველებს მედალი განაღდებული აქვთ, რადგან ყველაში ფინალის მონაწილე ქართველი მოჭიდავეა - ირაკლი ძიმისტარიშილი, დიეგო ჩხიკვაძე, გიორგი ჩხიკვაძე, ბექა გურული და გიორგი ქაცანაშვილი.