კატალონიის „ბარსელონამ“ ლონდონის „ჩელსის“ მცველ ანდრეას კრისტენსენთან შეთანხმებას მიაღწია. ამის შესახებ ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო წერს.
როგორც იტალიელი ჟურნალისტი იტყობინება, მხარეები ბოლო დეტალებზე თანხმდებიან. კრისტენსენს „ჩელსისთან“ კონტრაქტი ეწურება და „ბარსას“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება, რომელთანაც კონტრაქტს 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმებს.
25 წლის დანიელმა მცველმა „ჩელსიში“ დღემდე 153 მატჩში 2 გოლი გაიტანა, მანამდე ის გერმანულ „გლადბახში“ თამაშობდა.