მილანის „ინტერი“ მთავარ მწვრთნელს, სიმონე ინძაგის კონტრაქტს გაუხანგრძლივებს - გვამცნობს Football Italia.
წყაროს ინფორმაციით, 45 წლის სპეციალისტს ხელშეკრულებას 2024 წლამდე გაუგრძელებენ, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით.
ახალი კონტრაქტის მიხედვით, ინძაგის ხელფასიც გაეზრდება წელიწადში 4,5 მილიონიდან 5 მილიონ ევრომდე. ასევე გათვალისწინებულია ბონუსებიც. კლუბის პრეზიდენტს, სტივენ ჯანს კარგი ურთიერთობა ჰქონია ინძაგისთან და მის მუშაობასაც ძალიან აფასებს.
ინძაგი „ინტერს“ 2021 წლიდან წვრთნის.