ფეხბურთი

14:47 | 8.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

შოტლანდია - უკრაინის ფლეი-ოფის მატჩი გადაიდო

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ნახევაფინალური მატჩი შოტლანდიისა და უკრაინის ეროვნულ გუნდებს შორის, რომელიც 24 მარტს უნდა გამართულიყო გლაზგოს „ჰემპდენ პარკზე,“ გადაიდო. ცხადია, მიზეზი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებია.

Daily Mail-ის ცნობით, ახალი თარიღის შესახებ ცნობილი უახლოეს ორ დღეში გახდება.

შეგახსენებთ, რომ შოტლანდია-უკრაინას შორის გამარჯვებული შესარჩევი ფლეი-ოფის ფინალში უელსი-ავსტრიას შორის მოგებულს შეხვდება.

0.119453