„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელმა, მარკუს რაშფორდმა, შესაძლოა, კარიერა „პარი სენ-ჟერმენში“ გააგრძელოს - წერს Daily Mail.
წყაროს ინფორმაციით, პარიზული კლუბის ხელმძღვანელობა რაშფორდს კილიან მბაპეს შესაძლო შემცვლელად განიხილავს. ეს უკანასკნელი დიდი ალბათობით ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას მადრიდის „რეალში“ გადავა.
რაშფორდი „მანჩესტერ იუნაიტედის“ აღზრდილია და კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშიებს. მიმდინარე სეზონში, პრემიერლიგის 18 მატში მან 4 ბურთი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ჩემპიონთა ლიგის 4 შეხვედრაში კი ერთხელ გამოიჩინა თავი.