ფეხბურთი

0:22 | 8.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

რუსეთში მოთამაშე ლეგიონერებს კლუბებთან კონტრაქტის ცალმხრივად გაწყვეტის უფლება მიეცათ

ფიფამ რუსეთისა და უკრაინის ჩემპიონატში სატრანსფერო რეგულაციები მიმდინარე ომის გამო შეცვალა.

როგორც ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის პრემიერლიგაში მოთამაშე ლეგიონერებს კლუბებთან კონტრაქტის ცალხმრივად დროებით გაწყვეტის უფლება აქვთ. აღნიშნული გამონაკლისი 30 ივნისის ჩათვლით იქნება ძალაში და ხსენებულ თარიღამდე შეუძლიათ ხელშეკრულება გააუქმონ.

აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელებმა ახალი კლუბები მიმდინარე წლის 7 აპრილამდე უნდა იპოვონ და ამ შემთხვევაში შეძლებენ სხვა კლუბში კარიერის გაგრძელებას, თუ არადა, ზაფხულამდე უკლუბოდ დარჩებიან. ერთ კლუბს მსგავსი გამონაკლისით მაქსიმუმ ორი ფეხბურთელის დარეგისტრირება შეუძლია. 30 ივნისის შემდეგ კი კონტრაქტები ისევ ძალაში შევა. ფიფამ უკრაინაში მოთამაშე ლეგიონერებსაც მისცა კლუბებთან კონტრაქტის გაწყვეტის უფლება და უფრო მეტიც, ეს წესი ძირითადად მათთვის შემოიღეს, რომ უკრაინაში მოთამაშე ლეგიონერებს სეზონის დასრულების საშუალება მიეცეთ.

რუსეთის პრემიერლიგაში ექვსი ქართველი ლეგიონერი თამაშობს - ხვიჩა კვარაცხელია, ჯიმი ტაბიძე, გია გრიგალავა, ზურიკო დავითაშვილი, ლუკა გაგნიძე და ლუკა წულუკიძე. ახლა ქართველ ფეხბურთელებს შეუძლიათ კლუბებთან კონტრაქტები ცალმხრივად გაწყვიტონ, არჩევანი მათზეა...

0.122482