კალათბურთი

14:10 | 7.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

გოგა ბითაძე: "ჩემთვის ფორმაში ყოფნა მნიშვნელოვანია"

„ინდიანა პეისერსის“ ქართველმა კალათბურთელმა გოგა ბითაძემ „ვაშინგტონ ვიზარდსთან“ მატჩის (123:133) შემდეგ, რომელშიც მან 20 ქულა ჩააგდო, რაც მისი ამერიკული კარიერის რეკორდია, კომენტარი გააკეთა.

ბითაძემ აღნიშნა, რომ მას საკუთარი თავის უფრო მეტად სჯერა და მისთვის მნიშვნელოვანია გუნდს სარგებელი მოუტანოს.

„ჩემი სროლების მჯერა, მე უბრალოდ მზად ვარ სათამაშოდ და მწვრთნელმაც მოედანზე ამიტომ შემიშვა. ჩემთვის ფორმაში ყოფნა და გუნდისთვის სარგებლის მოტანა მნიშვნელოვანია. რამდენიმე კვირაა ტაირი ტეილორთან და ბადი ჰიელდისთან ერთად ვთამაშობ, მაგრამ ერთმანეთს კარგად შევეწყვეთ, ისინი შესანიშნავი მოთამაშეები არიან. „ვაშინგტონი“ ძალიან კარგი გუნდია, რომელიც სროლებს იყენებს და ეს ჩვენს წინააღმდეგაც გააკეთეს.

ჩემი თავის უფრო მეტად ვირწმუნე, მჯერა ჩემი სროლის და ზოგჯერ ისე ხდება, რომ ყველა სროლას ვიყენებ. ვიცით, რომ ყოველთვის შემიძლია ასე თამაში. მესამე პერიოდში ცოტა რატომ ვითამაშე? ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია და მას ვენდობი. მიიჩნია, რომ სხვა მოთამაშეები უფრო იყვნენ საჭირო იმ მომენტში და ისინი ათამაშა, მე უბრალოდ მზად ვიყავი მოედანზე გასასვლელად“, - თქვა ბითაძემ.

შეგახსენებთ, „ინდიანა პეისერსი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 22 მოგებით და 44 წაგებით მე-13 ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 9 მარტს, შინ „კლივლენდ კავალიერსთან“ ჩაატარებს.

0.11765