თამაშგარე

12:54 | 7.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვიქტორია ადამსს ფანები გაუნაწყენდნენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ლეგენდარული ინგლისელი მობურთალის, დევიდ ბექჰემის ცოლს, ყოფილ მომღერალ ვიქტორია ადამს-ბექჰემს ბრიტანეთში ჯერ კიდევ შემორჩენილი ფანები შემოსწყრნენ და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ უახლოეს მომავალში ამ ქალის სახეზე მცნობიცკი იშვიათი იქნება.

საქმე იმაშია, რომ ბოლო წლებში ვიქტორიამ (თითქოს ვინმეს ეთხოვა) რამდენჯერმე განაცხადა, ამერიკიდან ინგლისში ვაპირებ საცხოვრებლად გადასვლას და ეს ამბავი გადაწყვეტილიაო. ახლა კი „ქვა ააგდო და თავი შეუშვირა“ - მსგავსი რამ არასოდეს მითქვამს და აშშ-შიც ფრიად ბედნიერი ვარო.

მოგეხსენებათ, ბრიტანელები ასეთ საკითხებს ერთობ დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და რაკი ვიქტორიამ დანაქადნები უარყო, მასობრივად დაიწყეს “სფაის გირლზის“ ყოფილი წევრის “ინსტაგრამის“ გვერდზე დასმული “მოწონებების“ გაუქმება. ეს ყველაზე ადრე რა თქმა უნდა თავად ვიქტორიამ შეამჩნია და შეიძლება განიცადა კიდეც, მაგრამ რაღა დროს?...

0.129308