ესპანეთის ლიგა ენდესას 23-ე ტურში თად მაკფადენის „მურსიამ“ სტუმრად მალაგას „უნიკახა“ 88:87 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა შესანიშნავი თამაში ჩაატარა და საკუთარ გუნდს 25:37 წუთში 27 ქულა, 1 მოხსნა და 2 პასი შესძინა. თადმა 5-დან 3 ორქულიანი, 10-დან 6 სამქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. ის მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე და MVP გახდა.
„მურსია“ ლიგა ენდესაში 11 მოგებითა და 8 წაგებით მეშვიდე ადგილზეა, ხოლო მომდევნო შეხვედრაში 9 მარტს, შინ „სან პაბლო ბურგოსთან“ ჩაატარებს.