ესპანეთის ლიგა ენდესას 23-ე ტურში „ლენოვო ტენერიფემ“ „მონბუსს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 86:83 დაამარცხა.
აღნიშნულ შეხვედრაში გიორგი შერმადინმა 23:45 წუთი ითამაშა და საკუთარ გუნდს 9 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი შესძინა. ქართველმა ცენტრმა 6-დან 4 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 12-ს გაუტოლდა.
ბრწყინვალე თამაში ჩაატარა კანარიელთა ბრაზილიელმა ლიდერმა მარსელინო უერტასმა, რომელმაც 33 ქულა ჩააგდო და გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა.
„ლენოვო ტენერიფე“ 12 მოგებით და 8 წაგებით სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 12 მარტს, სტუმრად „სარაგოსას“ დაუპირისპირდება.