ფეხბურთი

16:18 | 6.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

მექსიკის ჩემპიონატში ფანებს შორის ჩხუბი მსხვერპლით დასრულდა (+VIDEO)

მექსიკის ჩემპიონატში „კერეტაროსა“ და „ატლასის“ შეხვედრაში ტრაგედია დატრიალდა.

მატჩი მე-60 წუთზე ფანებს შორის მასობრივი ჩხუბის გამო შეწყდა, რაც მსხვერპლით დასრულდა. დაპირისპირების შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, თუმცა, მექსიკური მედიის ცნობით, გარდაცვლილთა რაოდენობა შესაძლოა მეტიც იყო. გარდა ამისა, არიან დაშავებულები.

მედიაში გავრცელებულ კადრებში ძალადობის ფაქტები და როგორ დაუნდობლად უსწორდებიან ფანები ერთმანეთს კარგად ჩანს.

0.115119