კრისტიან ერიკსენი 266 დღის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა და თანაც, 90 წუთი ითამაშა.
„ბრენტფორდის“ დანიელი ფეხბურთელი პრემიერლიგის ბოლო ტურში „ნორვიჩთან“ საგარეო შეხვედრაში (3:1) მოედანზე შეუცვლელად იყო.
აღნიშნული მატჩის ერთ-ერთ ეპიზოდში მან მეტოქე ბრენდონ უილიამსი წააქცია, რომელიც ძალიან გაბრაზდა და კრისტიანთან ჩხუბს აპირებდა, თუმცა როცა მიხვდა, რომ მის წინ ერიკსენი იყო, სულ სხვა რეაქცია გამოავლინა - დანიელ ფეხბურთელს ჩაეხუტა.