ფეხბურთი

23:38 | 5.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

„სიტი“ – „ლივერპული“ - სხვაობა ისევ 3 ქულა

„ლივერპულმა“ „ვესტ ჰემს“ შინ გაჭირვებით 1:0 მოუგო, მაგრამ სანუკვარი 3 ქულა მოიპოვა და „მანჩესტერ სიტის“ ისევ 3 პუნქტით ჩამორჩება.

იურგენ კლოპის გუნდმა თავიდანვე ჩართო სიჩქარეები და სტუმრები დიდ წნეხში მოაქცია. ალბათ სწრაფ გოლზე თუ ჰქონდათ ტაქტიკა გათვლილი. მერე „ჩაქუჩები“ ნელ-ნელა გონს მოეგნენ, თამაში გაათანაბრეს და რამდენჯერმე მწვავედაც კონტრშეუტიეს.

მასპინძლები ბურთს მაინც აკონტროლებდნენ და ამან შედეგი გამოიღო. სადიო მანემ საჯარიმოში მცველს აჯობა და ოფსაიდის ზღვარზე გაიტანა გოლი.

მეორე ტაიმში სტუმრებს გატანის მეტი შანსი ჰქონდათ, რაც ლივერპულელთა დაცვის არცთუ კარგი გარჯის შედეგი იყო. მაგარამ საბოლოოდ მერსისაიდელთათვის ყველაფერი კარგად დამთავრდა.

მანამდე „ჩელსიმ“ სტუმრად „ბარნლის“ ოთხი უპასუხო ბურთი გაუტანა, თუმცა მათ თამაშს იოლ გასეირნებას ნამდვილდ ვერ დავარქმევთ. პირველ ტაიმში „ლურჯებს,“ ფაქტობრივად არაფერი შეუქმნიათ. მასპინძლები კი გასავარდნ ზონაში არიან და თვალებანთებულები გავიდნენ მინდორზე. ისინი საკმაოდ აქტიურები იყვნენ, განსაკუთრებით ფლანგებზე, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწიეს.

ძნელი გამოსაცნობი არ უნდა იყოს, რა უთხრა ტომას ტუხელმა შეგირდებს შესვენებაზე. ფაქტია, სულ სხვა გუნდი ვიხილეთ. „არისტოკრატებმა“ საწყალ „ბარნლის“ 22 წუთში ოთხი ბურთი გაუტანეს და საქმეც მოათავეს. დუბლი მიითვალა კაი ჰავერცმა. თითოჯერაც თავი რის ჯეიმსმა (რომელიც ტრავმის შემდეგ წლეულს სასტარტოში პირველად გამოჩნდა) და კრისტიან პულიშიჩმა გამოიჩინეს.

„ჩელსიმ“ 26 მატჩის შემდეგ 53 ქულა მოაგროვა და კვლავ მე-3 ადილზეა. 21-ქულანი „ბარნსლი“ კი - ბოლოდან მესამეზე.

„ლესტერმა“ „ლიდსს“ ჰარვი ბარნსის ეული გოლით მოუგო. ეს მარცხი ზედიზედ მეხუთე გამოდგა პრემიერლიგაში „ლიდსისთვის.“ მათი ახალ მთავარ მწვრთნელ ჯესი მარშს კი წარუმატებელი დებიუტი გამოუვიდა.

„ნიუკასლმა“ „ბრაიტონი“ 2:1 დაამარცხა. ეს „კაჭკაჭების“ მეხუთე გამარჯვებაა პრემიერლიგის ბოლო ექვს მატჩში.

„ბრენტფორდმა“ სტუმრად აუტსაიდერი „ნორვიჩი“ აივენ ტოუნის ჰეთ-თრიქით 1:3 დაამარცხა. სტუმარი კრისტიან ერიკსენი ამჯერად ყვითელი ბარათით „გამოირჩა.“

ინგლისი

პრემიერლიგა

28-ე ტური. 5 მარტი

ლივერპული - ვესტ ჰემი 1:0

ლივერპული. „ენფილდი“

1:0 მანე (27)

ლივერპული: ალისონი, ალექსანდერ-არნოლდი, კონატე, ვან დეიკი, რობერტსონი, ფაბინიო, ჰენდერსონი, კეიტა (მილნერი 90), დიასი (ჯონსი 90+6), მანე, სალაჰი (ჟოტა 79)

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

ვესტ ჰემი: ფაბიანსკი, ჯონსონი, დოუსონი, ზუმა, კრესუელი, სოუჩეკი, ვლაშიჩი (ნოუბლი 61), ფორნალსი (ჩესტერსი 90+3), ლანსინი, ბოუენი (ბენრაჰმა 54), ანტონიო

მწვრთნელი: დევიდ მოიესი

მსაჯი: ჯონათან მოსი

გაფრთხილება: ჟოტა (89), მანე (90+5); დოუსონი (31)

ბარნლი-ჩელსი 0:4

ბარნლი. „ტერფ მური“

0:1 ჯეიმსი (47), 0:2, 0:3 ჰავერცი (52, 55), 0:4 პულიშიჩი (69)

ბარნლი: პოუპი, ტეილორი, კოლინზი, ტარკოვსკი, რობერტსი, ლენონი, ვესტვუდი, ბრაუნჰილი, მაკნილი, ვეგჰორსტი (ბარნსი 78), როდრიგესი (კორნე 63)

მწვრთნელი: შონ დაიჩი

ჩელსი: მენდი, რუდიგერი, ტიაგუ სილვა, ჩალობა, ჯეიმსი (კოვაჩიჩი 70), კანტე (ლოფტუს-ჩიკი 70), ჟორჟინიო, საული, პულიშიცი, მაუნტი (ვერნერი 78), ჰავერცი

მწვრთნელი: ტომას ტუხელი

მსაჯი: ანდრე მარინერი

გაფრთხილება: ბარნსი (84), ვესტვუდი (89)

ლესტერი - ლიდსი 1:0

1:0 ბარნსი (67)

ასტონ ვილა - საუთჰემპტონი 4:0

1:0 უოტკინსი (9), 2:0 ლუისი (44), 3:0 კოუტინიო (52), 4:0 ინგზი (54)

ნიუკასლი - ბრაიტონი 2:1

1:0 ფრეიზერი (12), 2:0 შერი (14), 2:1 დანკი (55)

ვულვერჰემპტონი - კრისტალ პალასი 0:2

0:1 მატეტა (19), 0:2 ზაჰა (34 პენ)

ნორვიჩი - ბრენტფორდი 1:3

0:1, 0:2, 0:3 ტოუნი (32, 52 პენ, 57 პენ), 13 პუკი (90+2)

0.110256