შოთა არველაძის „ჰალმა“ სტივ ბრიუსის „ვესტ ბრომვიჩთან“ 0:2 წააგო. ეს „ვეფხვების“ ზედიზედ მეოთხე საშინაო მარცხი გახლდათ. თუმცა გასავარდნ ზონას ისევ 13 ქულით უსწრებენ.
ქართველმა სპეციალისტმა მატჩის შემდეგ თქვა: „ორი-სამი ნახევარმომენტი გვქონდა, მაგრამ რამდენიმე შეცდომა დავუშვით და დავმარცხდით.
თუმცა, შეამჩნევდით, არ გავჩერებულვართ, მეორე ტაიმში თამაშში დავრჩით. მათ კი, კარში ერთხელაც არც დაურტყამთ. ვერავინ იტყვის, რომ ასეთ კარგ და გამოცდილ გუნდს რაიმე დავუთმეთ.
ცხადია, არ არის დამაკმაყოფილებელი შედეგი, მაგრამ აქედან ბევრი სასარგებლოს სწავლა შეიძლება.
არ ვითვლი საშინაო-საგარეო მოგება-წაგებებს. უბრალოდ ქულებს ვაქცევ ყურადღებას.“