ფეხბურთი

22:22 | 5.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

უკრაინელი ფეხბურთელი რუსებზე: "მათ რეალური კადრების არ სჯერათ, ბავშვობიდან დაზომბირებული არიან"

უკრაინული „ოლეკსანდრიას“ ფეხბურთელმა არტურ ავაგიმიანმა, რომელიც უკრაინელია და მარიუპოლშია დაბადებული, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსები ბავშვობიდან დაზომბირებულები არიან და სიმართლის შესახებ წარმოდგენა არ აქვთ.

როგორც ჩანს, მან რუსთან სოციალურ ქსელში საუბარი სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა, რადგან რუსები ფიქრობენ, რომ უკრაინელები ნაცისტები არიან და ვლადიმირ პუტინი მათ გათავისუფლებას ცდილობს.

„ვცადე რუსებთან დალაპარაკება, მაგრამ მათ ვერაფერს დავაბრალებთ, რადგან ბავშვობიდან დაზომბირებულები არიან. ხალხს არ სჯერა ტელეფონით გადაღებული ცოცხალი კადრების, უბრალოდ დაფიქრდით. მათზე გაბრაზებაც არ შეიძლება, უბრალოდ უნდა შევიბრალოთ“, - დაწერა უკრაინელმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში.

„ოლეკსანდრიას“ ნახევარმცველის ერთ-ერთი მესიჯი, რომელიც რუს ადამიანს მისწერა ასეთი შინაარსის იყო:

„თქვენ ყველანი გიჟები ხართ და ამ ილუზიის გჯერათ! აქ ნაცისტები და ფაშისტები არ არიან. აქ არის ჩვეულებრივი ხალხი, ვისაც ცხოვრება უნდა“.

0.113071