ფეხბურთი

21:24 | 5.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი: „ალვეში ყველასათვის მისაბაძი ადამიანია“

„ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი, ჩავი ერნანდესი, ჟურნალისტებს გუნდის ვეტერანი ბრაზილიელი მცველის, დანი ალვეშის შესახებ ესაუბრა.

„კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ ჯერ არ გვისაუბრია, მაგრამ რაც შეეხება მის წვლილს გუნდში, აქ არანაირი კითხვა არ არსებობს. დანის გავლენა პარტნიორებზე საოცარია. ნამდვილი პროფესიონალი, ყველასათვის მისაბაძი მაგალითია. ვიმედოვნებ, გააგრძელებს ჩვენთან თანამშრომლობას.“ - ციტირებს ჩავის სიტყვებს Mundo Deportivo.

39 წლის ალვეშს კლუბთან კონტრაქტის ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და დიდი ალბათობით, კატალონიელებთან ხელშეკრულებას გააგრძელებს.

ალვეში „ბარსელონაში“ 2008-16 წლებში თამაშობდა. შემდეგ „იუვენტუსში,“ „პარი სენ-ჟერმენსა“ და „სან პაულუშიც მოასწრო ბურთაობა. 2001-ში კი „ბარსელონაში“ დაბრუნდა.

0.113784