ფეხბურთი

20:59 | 5.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

შოთა არველაძის "ჰალმა" საკუთარ მოედანზე ზედიზედ მეოთხე თამაში წააგო

ინგლისი ჩემპიონშიფის 36-ე ტურში შოთა არველაძის „ჰალ სიტიმ“ „ვესტ ბრომვიჩ ალბიონს“ უმასპინძლა და მორიგი მარცხი განიცადა - 0:2. „ვეფხვებს“ კარლან გრანტმა მე-17 და 48-ე წუთზე ორი გოლი გაუტანა და მატჩის ბედი გადაწყვიტა.

„ვესტ ბრომვიჩი“ ქართველი სპეციალისტის გუნდზე უკეთ გამოიყურებოდა, უპირატესობასაც ფლობდა და მთლიანობაში სტივ ბრიუსის გუნდმა დამსახურებულად იმარჯვა.

ეს იყო არველაძის ხელმძღვანელობით „ჰალის“ მეცხრე მატჩი და სტატისტიკა ცალსახად უარყოფითია - 2 მოგება, 2 ფრე და 5 წაგება. აღსანიშნავია, რომ შოთას ხელმძღვანელობით „ჰალმა“ ზედიზედ მეოთხე საშინაო თამაში წააგო (1 მოგება), გაცილებით კარგი შედეგები აქვს სტუმრად (1 მოგება, 2 ფრე, 1 წაგება).

„ჰალს“ 36 მატჩში 37 ქულით მეოცე ადგილი უკავია და გასავარდნ ზონას 13 ქულით უსწრებს, მომდევნო ტურში კი 13 მარტს, სტუმრად „ბირმინგემ სიტის“ დაუპირისპირდება.

0.116266