სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

19:33 | 5.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "ნატო და ევროკავშირი უკრაინას არასაკმარისად დაეხმარნენ"

ინგლისური „მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ნატოს ალიანსი და ევროკავშირი გააკრიტიკა. ესპანელი სპეციალისტი ფიქრობს, რომ ისინი უკრაინას სათანადოდ არ დაეხმარნენ და შეეძლოთ ეს სიტუაცია თავიდან აერიდებინათ.

„პოლიტიკოსებს შეუძლიათ ასეთი მასშტაბური ტრაგედიების თავიდან არიდება. უდანაშაულო ხალხი იტანჯება. გულწრფელად რომ ვთქვათ, ნატო და ევროპის ქვეყნები დამარცხებულები არიან, რადგან ისინი უკრაინას სათანადოდ არ დაეხმარნენ. რაც შეეხება ზინჩენკოს მორალურ მდგომარეობას, ის ძალიან შეშფოთებულია. ყოველ დღე ომი უარესდება. ის ყურადღებით აკვირდება სიტუაცია“, - თქვა გვარდიოლამ.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.116209