ფეხბურთი

18:53 | 5.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

უკრაინელი ფეხბურთელები: "ტიმოშჩუკი აღარ არის ჩვენი ფეხბურთის ლეგენდა"

უკრაინის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ოლეკსანდრ ალიევმა ანატოლი ტიმოშჩუკი და ივან ორდეცი გააკრიტიკა.

საქმე ისაა, რომ ტიმოშჩუკი სანქტ-პეტერბურგის „ზენიტში“ მუშაობს და უკრაინაში მიმდინარე ომზე ამ დრომდე დუმს, მას არც სამსახური დაუტოვებია, ხოლო ორდეცი მოსკოვის „დინამოს“ ღირსებას იცავს და კლუბში რჩება.

„ტიმოშჩუკო, სად გაქრი? ენა ტრ***ი გაქვს? ჩვენი უკრაინელი პატრიოტი ხარ? ორდეცო, სად ხარ? როგორია მოსკოვის „დინამოში“ ყოფნა? თქვენს პატრიოტობას რა ვუთხარი! რაკიცკის და ვორონინს კარგად ვიცნობდი და კაცებად დარჩნენ. ვიცოდი, რომ ამ ქვეყნის პატრიოტები იყვნენ. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება“, - თქვა ალიევმა, რომელსაც რუსულ კლუბებში, მოსკოვის „ლოკომოტივსა“ და „ანჟიში“ თავადაც უთამაშია.

აქვე ვთქვათ, რომ ანატოლი ტიმოშჩუკი ბერგამოს „ატალანტას“ ნახევარმცველმა რუსლან მალინოვსკიმაც გააკრიტიკა:

„არ ვიცი, რა უნდა ვთქვა. ძნელია კომენტარის გაკეთება, მაგრამ ჩემთვის უცნაურია. ვერ ვხსნი მის პოზიციას ამ სიტუაციაში, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს არასწორია. ერთადერთი, რაც 100%-ით ვიცი, ის არის, რომ ტიმოშჩუკი აღარ არის უკრაინული ფეხბურთის ლეგენდა. ამ დღეებში მთელი მისი ღვაწლი დავიწყებულია“, - თქვა მალინოვსკიმ.

შეგახსენებთ, რომ ანდრეი ვორონინმა მოსკოვის „დინამოს“ სამწვრთნელო შტაბი დატოვა, ხოლო იაროსლავ რაკიცკიმ „ზენიტთან“ კონტრაქტი გაწყვიტა.

0.127