„მანჩესტერ სიტის“ უკრაინელმა ფეხბურთელმა ოლეკსანდრ ზინჩენკომ ინგლისურ მედიას ინტერვიუ მისცა, რომელშიც მან ცრემლები ვერ შეიკავა. როგორც მან აღნიშნა, თავისი სამშობლოს მენტალიტეტს იცნობს და ისინი სამშობლოს გულისთვის მოკვდებიან.
„უკვე ერთი კვირაა ვტირი. ვამაყობ, რომ უკრაინელი ვარ და სიცოცხლის ბოლომდე ვიქნები. მე ვიცი ჩემი ქვეყნის ხალხი მენტალიტეტი: ჩვენ გვირჩევნია მოვკვდეთ, ვიდრე უბრალოდ ვიდგეთ და არაფერი ვაკეთოთ.
რუსეთი „უსაფრთხოების ოპერაციაზე“ საუბრობს? ისინი ჩემი ქვეყნის ქალაქებს ანგრევენ. უსაფრთხოების ოპერაციაზე საუბარი აბსურდია, ეს არის ნამდვილი ომი და რასაც ჩემს ხალხს უკეთებენ, მიუღებელია. ჩვენ ეს ყველაფერი უნდა შევაჩეროთ“, - თქვა ზინჩენკომ.