დორტმუნდის „ბორუსიას“ თავდამსხმელი ერლინგ ჰოლანდი აპრილამდე ვერ ითამაშებს. ნორვეგიელ ფეხბურთელს კუნთის ტრავმა აქვს და ამის გამო 22 იანვრის შემდეგ არ უთამაშია.
ექიმები ყველანაირად ცდილობდნენ ნორვეგიელი ფორვარდის გამოჯანმრთელებას, მაგრამ როგორც გაირკვა ჰოლანდმა ბურთით ვარჯიშის დროს ფეხში დისკომფორტი ისევ იგრძნო, რის გამოც მისი დაბრუნების დრომ გადაიწია.
ექიმები ნორვეგიელი ფეხბურთელის მოედანზე დაბრუნების შესახებ პროგნოზს არ აკეთებენ, მაგრამ გერმანული მედია წერს, რომ ის აპრილის დასაწყისამდე ვერ ითამაშებს.
შეგახსენებთ, ერლინგ ჰოლანდმა მიმდინარე სეზონში 20 მატჩი ჩაატარა, 23 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა.