მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ავსტრალიელი ეშლი ბარტი მასტერსის სერიის ორ დიდ ტურნირს - ინდიან ველსს და მაიამის ღია პირველობას გამოტოვებს. ამის მიზეზად ის იმ გარემოებას ასახელებს, რომ ავსტრალიის ღია პირველობაზე ტრიუმფის შემდეგ, ძალები სრულად ვერ აღიდგინა.
25 წლის ჩოგბურთელს მხრის, წელის და ტერფის ტრავმები პერიოდულად აწუხებს. თუმცა ამის მიუხედავად, დიდი სლემის სამი სხვადასხვა ტურნირი აქვს მოგებული და პირველი ჩოგნის სტატუსსაც ინარჩუნებს.
„სამწუხაროდ, ჩემი სხეული ამ ტურნირებზე სათამაშოდ მზად არაა. ავსტრალიის ღიას შემდეგ, ძალების აღდგენა ვერ შევძელი და ინდიან ველსის და მაიამის ღიასთვის კარგად მომზადება ვერ მოვახერხე. ამიტომ, ახლა იმ დონეზე არ ვარ, რომ ამ შეჯიბრების მოსაგებად ბრძოლა შევძლო. ამიტომ გადავწყვიტე, რომ მათზე გამოსვლისგან თავი შევიკავო“, - ამბობს ბარტი.
ბარტის მსგავსად, ინდიან ველსზე არც ამერიკელი დანიელე კოლინზი ითამაშებს, ვინც ბარტიმ ავსტრალიის ღიას ფინალში დაამარცხა. მის შემთხვევაში, მიზეზი მოუშუშებელი ტრავმაა.
ინდიან ველსი მომავალ კვირაში იწყება, მიამის ღია პირველობა კი სტარტს მარტის ბოლოს აიღებს.