ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა განაცხადა, რომ კლუბში დარჩენის სურვილი აქვს, რადგან ინგლისურ გრანდში თავს კომპორტულად გრძნობს. აღნიშნული კომენტარი ტუხელმა მას შემდეგ გააკეთა, რაც რომან აბრამოვიჩმა "ჩელსის" გაყიდვა გადაწყვიტა.
"გუნდში დარჩენის პრობლემა არ მაქვს. მიყვარს პრემიერლიგა და ინგლისში ყოფნა. "ჩელსის" იდეალურად ვეწყობი და იმედია დავრჩები. ამ დროისთვის გაურკვევლობაა, მაგრამ მწვრთნელები ყოველთვის ასეთ სიტუაციაში არ ვართ? სხვადასხვა დონეზე მომიწია ასეთ გაურკვევლობასთან გამკლავება და ახლა ჩვეულებრივი სიტუაციაა. მიუხედავად ამ ამბისა, პოზიტიურად ვარ განწყობილი და იმედია ყველაფერი კარგად დასრულდება." - ციტირებს Sky Sports-ი გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს.