ფეხბურთი

20:05 | 4.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

იტალიის ჩემპიონატში ვლაჰოვიჩი გამოარჩიეს

სერბეთის ეროვნული ნაკრების და ტურინის "იუვენტუსის" ახალწვეული დუშან ვლაჰოვიჩი იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციამ თებერვლის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. აღნიშნული ინფორმაცია "ბიანკონერის" ოფიციალურმა ინსტანგრამის გვერდმა გაავრცელა.

დუშანი "იუვენტუსში" "ფიორენტინადან" იანვრის ბოლოს გადავიდა და ოთხ ჩატარებულ შეხვედრაში თავი სამჯერ გამოიჩინა. სადებიუტო შეხვედრაში ვლაჰოვიჩმა "ვერონას" დამარცხებაში (2:0) წვლილი შეიტანა და ერთი გოლი გაიტანა, ხოლო ბოლო შეხვედრაში "ემპოლისთან" (3:2) დუბლი შეასრულა.

მიმდინარე სეზონში დუშანმა ყველა ტურნირზე 31 მატჩში 24 გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.118321