ფეხბურთი

17:04 | 4.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

"გაგრას" პირველი გამარჯვება მიმდინარე სეზონში

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეორე ტური „გაგრასა“ და თბილისის „საბურთალოს“ მატჩი დიაწყო, რომელშიც გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ.

მატჩის ბედი ლუკა ნოზაძის ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელმაც მეტოქის კარი პირველი ტაიმის ბოლო წუთზე დალაშქრა და გაგა კირკიტაძის გუნდმა მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

მესამე ტურში „გაგრა“ „ლოკომოტივს“ ესტუმრება, ხოლო „საბურთალო“ „ტორპედოს“ უმასპინძლებს.

„გაგრა“ – „საბურთალო“ 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 ნოზაძე (45)

0.117282