ესპანეთის ლა ლიგის 27-ე ტურში გიორგი მამარდაშვილის თამაში საეჭვოა. ესპანური მედია, მათ შორის ცნობილი გამოცემა As იტყობინება, რომ 21 წლის ქართველ მეკარეს ტონზილიტი (ყელის ანთება) აქვს.
მამარდაშვილს დღეს გუნდთან ერთად არ უვარჯიშია, ამიტომაც, დიდი შანსია, რომ "გრანადასთან" 5 მარტს დაგეგმილ შეხვედრაში მის ნაცვლად ხაუმე დომენეკმა ითამაშოს.
გიორგის ტკივილები აქვს, მიუხედავად ამისა, ჯერ მისი საკითხი ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის. ყველაფერი დამოკიდებულია იმ ევოლუციაზე, რომელიც მომდევნო რამდენიმე საათში შეიძლება ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობას ჰქონდეს. ხოსე ბორდალასი ბოლო პერიოდში მამარდაშვილს ენდობოდა, ზედიზედ 6 მატჩში ათამაშა, საიდანაც 3-ჯერ გოლი არ გაუშვა და მათ შორის უკანასკნელ ორ შეხვედრაში.
შეგახსენებთ, გიორგი მაამარდაშვილს მიმდინარე სეზონში 12 მატჩი აქვს ჩატარებული, "ვალენსიასა" და "გრანადას" მატჩი კი 5 მარტს გაიმართება.