ძიუდო

10:26 | 4.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის გრანდ სლემი გადაიდო

ძიუდოში თბილისის გრანდ სლემი გადაიდო. ამის შესახებ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ვებგვერდი იტყობინება.

შეჯიბრების გადადების მიზეზი უკრაინაში მიმდინარე მოვლენები გახდა, რის შედეგადაც IJF-მა და თბილისის გრანდ სლემის ორგანიზატორებმა ერთობლივად გადაწყვიტეს ტურნირის გადადება.

თბილისის გრანდ სლემი 25-27 მარტს იყო დაგეგმილი, მაგრამ გადაწყდა, რომ 3-5 ივნისს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ თბილისის გრანდ სლემი პირველად 2021 წელს ჩატარდა, მანამდე ის თბილისის გრან პრის სახელს ატარებდა.

0.139407