„პარი სენ-ჟერმენის“ სპორტული დირექტორი, ლეონარდო, ჟურნალისტებს გუნდის ესპანელი მცველის, სერხიო რამოსის შესახებ ესაუბრა. მოგეხსენებათ, ვეტერან უკანახაზელს ტრავმის გამო სეზონის უმეტესი ნაწილი გაუცდა.
„როცა რამოსი ჩვენთან კონტრაქტს ხელს აწერდა, შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაში იყო. სამწუხაროდ, რასაც ველოდით, არ მოხდა. ეს სიტუაცია მისთვისაც მძიმეა და ჩვენთვისაც. თუმცა გეგმები საიდუმლო არ არის. თუ დადგა დღე, როცა ვიტყვით, რომ სერხიოს თამაში აღარ შეუძლია, ყველასათვის ყველაფერი ნათელი გახდება. მაგრამ ჯერჯერობით საკითხი ასე არ დგას.
ხანგრძლივი ტრავმები რამოსს ხელს უშლის ლიდერის ფუნქცია იკისროს. მაგრამ ნაჩაქარევ დასკვნებს ნუ გამოვიტანთ. სეზონი ჯერ ხომ არ დამთავრებულა.
თუმცა, ჩემს შეცდომებზე პასუხისმგებლობას არ გავურბივარ.“ - ციტირებს ბრაზილიელის სიტყვებს L’Equipe.