ფეხბურთი

10:51 | 3.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

„კრასნოდარიდან“ ლეგიონერები წავიდნენ

„კრასნოდარის“ მცველის, კაიოს აგენტმა, ნეტო ჰენოვესმა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კლუბმა ყველა ლეგიონერი გაათავისუფლა, თუმცა კონტრაქტები არ გაუწყვეტავთ.

„კლუბმა უცხოელები გაუშვა, თუმცა კონტრაქტები არ გაუწყვეტავთ. მათ მოგვიანებით აცნობებენ არსებული სიტუაციის შესახებ.“- ციტირებს ჰენოვესის სიტყვებს „РБ-Спорт.“

წინა დღეებში „კრასნოდარის“ ლეგიონერებმა გადაწყვიტეს ვარჯიშზე აღარ გასულიყვნენ და კლუბი დაეტოვებინათ. წყაროს ცნობით, ამ გადაწყვეტილებაში ისინი პოლონელმა ნახევარმცველმა, გჟეგოჟ კრიხოვიაკმა დაარწმუნა.

კლუბიდან წავიდა მთავარი მწვრთნელი დანიელ ფარკეც.

თეგებიკრასნოდარი
0.122239