„ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი, ტომას ტუხელი, ჟურნალისტებს რომან აბრამოვიჩის მიერ კლუბის გაყიდვის თაობაზე გაკეთებული განცხადების შესახებ ესაუბრა.
„ჯერ რაიმეს თქმა ნაადრევია, რადგან „ჩელსი“ ჩემთვის ისევ აბრამოვიჩთან ასოცირდება. ძნელია ძალიან, ვერც კი წარმომიდგენია, რომ ეს ყველაფერი დამთავრდება. ცხადია, კლუბში სერიოზული ცვლილებები მოხდება.
მოთამაშეებს აქვთ ინტერნეტთან წვდომა, უყურებენ ტელევიზორს და ყველაფერი იციან. ცხადია, ნერვიულობენ. მაგრამ მაინც ვცდილობთ უპირველესად მაინც სპორტზე ვიფიქროთ.“ - ციტირებს გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს Daily Mail.
შეგახსენებთ, რომ 2 მარტს რუსმა ოლიგარქმა, რომან აბრამოვიჩმა „ჩელსის“ გაყიდვის შესახებ განაცხადა.