ფეხბურთი

21:51 | 2.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ძიუბა: "შოკირებული ვარ, თუ როგორ აგრესიას გამოხატავენ ჩვენს მიმართ, ვამაყობ, რომ რუსი რომ ვარ"

სანქტ-პეტერბურგისა და „ზენიტის“ ფეხბურთელი არტიომ ძიუბა სოციალური ქსელით უკრაინაში მიმდინარე ომს გამოეხმაურა. მან უპასუხა „ევერტონისა“ და „ვესტ ჰემის“ ფეხბურთელებს, ვიტალი მიკოლენკოსა და ანდრეი იარმოლენკოს, რომლებმაც მანამდე ძიუბა გააკრიტიკეს.

ძიუბა ფიქრობს, რომ ომი საშინელებაა, მაგრამ რუსი ხალხი პროფესიის განურჩევლად შეურაცხყოფას არ იმსახურებს და ამის გამო მომავალში ხალხს შერცხვებათ.

„ბოლო დღემდე არ მინდოდა უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე საუბარი. არ მინდოდა არა იმიტომ, რომ მეშინია, არამედ იმიტომ, რომ არ ვარ პოლიტიკის ექსპერტი, არასდროს ვერეოდი და არც ვაპირებდი (განსხვავებით პოლიტოლოგებისა და ვირუსოლოგების დიდი ნაწილისგან, რომლებიც ინტერნეტში ახლახან გამოჩნდნენ). თუმცა, როგორც ყველას, მეც ჩემი აზრი მაქვს. რადგან ყველა მხრიდან ამ თემაზე მიწვევენ, მეც გამოვხატავ.

ომი საშინელებაა, თუმცა შოკირებული ვარ ადამიანური აგრესიით და სიძულვილით, რომელიც ყოველდღეა. მე ეროვნების მიხედვით დისკრიმინაციის წინააღმდეგ ვარ. არ მრცხვენია, რომ რუსი ვარ, ვამაყობ, რომ რუსი ვარ და არ მესმის რატომ უნდა იტანჯებოდნენ სპორტსმენები.

ორმაგი სტანდარტების წინააღმდეგი ვარ. რატომ ყვირის ყველა, რომ სპორტი პოლიტიკის მიღმაა, მაგრამ პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში, როცა საქმე რუსეთს ეხება, ეს პრინციპი სრულიად დავიწყებულია. ისევ და ისევ, ომი საშინელებაა. სტრესულ სიტუაციებში ადამიანები გამოთქვამენ თავიანთ აზრს, ზოგჯერ უარყოფითს. რამდენი ბრაზი გამოიხატა და სიბინძურე ითქვა რუს ხალხზე განურჩევლად მათი თანამდებობისა და პროფესიისა. ის ათასობით ადამიანი, ვინც შეურაცხყოფას და მუქარას მწერს - რიგში დადექით!

ორმაგად უცნაური ამ ყველაფრის მოსმენა ადამიანებისგან, რომლებსაც რუსეთმა ძალიან, ძალიან ბევრი მისცა ცხოვრებაში. ეს ყველაფერი მხოლოდ მეტ ნეგატივს ქმნის. ომი დასრულდება, მაგრამ ადამიანური ურთიერთობები დარჩება და უკან დაბრუნება შეუძლებელი იქნება. ეს დაიმახსოვრეთ. ამასთან, ზოგიერთ კოლეგას, რომლებიც ინგლისის სასახლეებში სხედან და საზიზღარ რაღაცებს მეუბნებიან: ეს შეურაცხყოფაა. მშვიდობა და სიკეთე ყველას“, - დაწერა რუსმა ფეხბურთელმა.

0.127507