გერმანიის ეროვნული ნაკრების და ლონდონის "ჩელსის" მცველის ანტონიო რუდიგერის წარმომადგენლები მოლაპარაკებას აწარმოებენ მადრიდის "რეალთან" და "პარი სენ ჟერმენთან". აღნიშნულ ინფორმაციას Sky Sports-ი ავრცელებს.
ინგლისური გამოცემის ინფორმაციით, "არისტოკრატებს" და რუდიგერს შორის კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მოლაპარაკების მცდელობა ერთ თვეზე მეტია არ მიმდინარეობს და ანტონიო "ჩელსის" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.
ჯერჯერობით უცნობია თუ რას სთავაზობენ გერმანელს ზემოთაღნიშნული კლუბები. მიმდინარე სეზონში რუდიგერმა 37 მატჩი ჩაატარა, გაიტანა სამი გოლი და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა.