ფეხბურთი

19:32 | 2.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

"კრასნოდარი" გერმანელმა მწვრთნელმა და მისმა ასისტენტებმა დატოვეს

რუსული საფეხბურთო კლუბი „კრასნოდარი“ გერმანელ მწვრთნელთა შტაბმა დატოვა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

მთავარმა მწვრთნელმა დანიელ ფარკემ და მისმა ასისტენტებმა, ედმუნდ რიმერმა, კრის დომოგალამ და კრისტოფერ ჯონმა კონტრაქტები გაწყვიტეს. მიზეზი რა თქმა უნდა, რუსული აგრესია და უკრაინაში მიმდინარე ომია.

რუსულ კლუბებს ლეგიონერები მწვრთნელები და ფეხბურთელები სისტემატურად ტოვებენ. მანამდე, მოსკოვის „ლოკომოტივი“ პროტესტის ნიშნად მარკუს გისდოლმა დატოვა.

0.117259