რუსეთი და ბელარუსი გარიცხულ იქნენ ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის წევრობიდან და ასევე გუნდური შეჯიბრებებიდან"- ჩოგბურთის საეთაშორისო ფედერაციის განცხადება:
„ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაცია (ITF) გმობს რუსეთის შეჭრას უკრაინაში და ბელარუსის ხელშეწყობას . რუსეთისა და ბელარუსის ჩოგბურთის ფედერაციები გარიცხულნი არიან ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის წევრობიდან და გუნდური შეჯიბრებებიდან . რუსეთსა და ბელარუსში გაუქმდება ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის ყველა ღონისძიება.
ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაცია მჭიდრო კონტაქტზეა უკრაინის ჩოგბურთის ფედერაციასთან და სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს.
რუს და ბელარუს ჩოგბურთელებს არ ეკრძალებათ ინდივიდუალურ ტურნირებზე მონაწილეობა, თუმცა, ისინი ვერ იასპარეზებენ რუსეთის ან ბელარუსის სახელის ან დროშის ქვეშ .
რუსეთის და ბელარუსის გუნდებს არ აქვთ უფლება მიიღონ მონაწილეობა ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის 2022 წლის გუნდურ ღონისძიებებში.
იხ: ღონისძიებების ჩამონათვალი, რომელშიც ვეღარ შეძლებენ ასპარეზობას:
„დევისის თასი“ (მსოფლიო ჩემპიონატი მამაკაცთა გუნდებს შორის)
„ბილი ჯინ კინგ თასი“(მსოფლიო ჩემპიონატი ქალთა გუნდებს შორის)
„დევისის თასი“ პლეი ოფი– 4-5 მარტი ბელორუსი/მექსიკა
„ბილი ჯინ კინგ თასი“ საკვალიფიკაციო: 14-15 აპრილი ბელორუსი/ბელგია
ეტლის ჩოგბურთი:
„მსოფლიო გუნდური თასი“ - 17-21 მარტი, თურქეთი.
„მსოფლიო გუნდური თასი“ - 2-8 მაისი, პორტუგალია
„ვეტერანთა მსოფლიო ჩემპიონატი (ინდივიდუალური, გუნდური)-26 აპრილი
იუნიორები:
ევროპის ჩოგბურთის ასოციაციის საზაფხულო თასები 14/16 წლამდე
მსოფლიოს ახალგზარდული ჩოგბურთის შეჯიბრებები 14/16 წლამდე.
ქვიშის ჩოგბურთი:
მსოფლიო ჩემპიონატი გუნდებს შორის - 7-13 ნოემბერი, ბრაზილია