ფეხბურთი

15:24 | 2.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

იარმოლენკო რუს ფეხბურთელებს: "ბიჭებო, ჩასვრილები რატომ ზიხართ?"

ლონდონის „ვესტ ჰემისა“ და უკრაინის ნაკრების ფეხბურთელმა ანდრეი იარმოლენკომ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა და რუს ფეხბურთელებს მიმართა.

მან მოუწოდა რუს მოთამაშეებს, რომ ჩუმად აღარ იყვნენ და საჯაროდ დაგმონ მათი პრეზიდენტის ქმედება. მან არტიომ ძიუბაზეც ირონიოული კომენტარიც გააკეთა.

„მე ვარ ანდრეი იარმოლენკო, უკრაინის ნაკრების ფეხბურთელი. მე დავიბადე სანქტ-პეტერბურგში, მაგრამ გავიზარდე უკრაინაში და თავს 100%-იან უკრაინელად მივიჩნევ. კითხვა მაქვს რუს ფეხბურთელებთან: ბიჭებო, რატომ ზიხართ ჩასვრილები და არაფერს ამბობთ? ჩემს ქვეყანაში კლავენ ადამიანებს, კლავენ ქალებს, კლავენ დედებს, ჩვენს შვილებს, მაგრამ თქვენ არაფერს ამბობთ, კომენტარს არ აკეთებთ. არასწორ გზაზე ხართ. ბევრ თქვენგანს ვიცნობ და ზოგიერთმა პირადში მითხარით, რომ ასე არ უნდა იყოს, თქვენი პრეზიდენტი ასე არ უნდა იქცეოდეს. თქვენ ბიჭებო გავლენა გაქვთ ადამიანებზე, აჩვენეთ ეს საჯაროდ. ვიცი, რომ ზოგიერთ თქვენგანს უყვარს კამერების წინაშე „კვერცხების“ გამოჩენა (იგულისხმა ძიუბა - რედ), მაგრამ ახლა დროა „კვერცხები“ რეალურ ცხოვრებაშიც აჩვენოთ. მადლობა ყურადღებისთვის, დიდება უკრაინას“, - თქვა იარმოლენკომ.

0.123615