სხვა

3:22 | 2.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ახალზელანდიელი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი კარიერას ამთავრებს

ბირთვის კვრაში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ახალი ზელანდიიდან ვალერი ადამსი, თავის სპორტულ კარეიერას ამთავრებს. მან თავისი ქვეყანა ოლიმპიურ თამაშებზე ხუთჯერ წარადგინა და ოთხი მედალი მოიპოვა, მათგან ორი ოქროსი.

ტოკიოს ოლიმპიადაზე ადამსმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გახდა პირველი ქალი ათლეტი, ვინც ერთ სახეობაში ოთხ სხვადასხვა ოლიმპიადაზე შეძლო მედლის მოპოვება. ორი ოქროს და ერთი ბრინჯაოს გარდა, მის ანგარიშზე ერთი ოლიმპიური ვერცხლის მედალიცაა.

„დრეს უნდა გაგიზიაროთ ჩემი გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ კარიერას ვასრულებ. ტოკიოში ბრინჯაოს მოპოვების შემდეგ ბევრი ვიფიქრე იმის შესახებ, მსურდა თუ არა გაგრძელება. ჩემი გულის, გონების და სხეულის პასუხი ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი იყო და მეც გადაწყვეტილება მივიღე“, - განაცხადა ადამსმა.

37 წლის ათლეტი ამიერიდან მწვრთნელი იქნება და თავის და ლაიზას, მომდევნო პარალიმპიურ თამაშებისთვის მომზადებაში დაეხმარება.

ადამსმა პირველად ოლიმპიადაზე ათენში (2004 წელს) იასპარეზა და მეშვიდე ადგილი დაიკავა. პეკინსა (2008) და ლონდნში (2012) მან ოქროს მედლები მოიპოვა და რიოშიც (2016) გამარჯვებასთან ახლოს იყო, მაგრამ ბოლო ცდაზე, ამერიკელმა მიშელ კარტერმა აჯობა.

რიოს შემდეგ მან შვილი გააჩინა, სპორტს კი 2018 წელს დაუბრუნდა და თანამეგობრობის თამაშებზე ვერცხლის მედალს დაეუფლა. ორი ოლიმპიური ოქროს გარდა, მას მსოფლიოს ჩემპიონის ოთხი ოქროს მედალიც (2007, 2009, 2011 და 2013 წლებში) აქვს აქვს მოპოვებული.

0.120423