ფეხბურთი

23:24 | 1.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

პაულუ ფონსეკა: "უკრაინელები სამშობლოს დასაცავად იბრძვიან, მათ უკვე მოიგეს ეს ომი"

დონეცკის „შახტარის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა პაულუ ფონსეკამ უკრაინაში მიმდინარე ომზე ისაუბრა. პორტუგალიელი კიევში იმყოფებოდა, როცა რუსეთმა საომარი მოქმედებები დაიწყო, თუმცა ქვეყნის დატოვება მოახერხა.

„დილის 4 საათი, როცა კიევში ბომბის ჩამოვარდნა გავიგეთ. უმძიმესი დრო იყო, პანიკის ფონზე ჩავალაგეთ ბარგი, გარეთ გავედით, იმ მომენტში კიევის დატოვება ვცადეთ, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. ძალიან გვეშინოდა, ვიცოდით, რომ ომი დაიწყო. პორტუგალიაში დაბრუნებისთვის ძალიან რთული და გრძელი გზა გავიარეთ. ყოველთვის საფრთხეში ვიყავით. ყველგან რიგები იყო, არც საჭმელი იყო და არც ბენზინი. უკრაინელები ძალიან განიცდიან და სამშობლოს დასაცავად იბრძვიან. ვფიქრობ, მათ უკვე მოიგეს ეს ომი“, - თქვა ფონსეკამ იტალიურ მედიასთან.

შეგახსენებთ, რომ პაულო ფონსეკა „შახტარის“ მთავარ მწვრთნელად 2016-2019 წლებში მუშაობდა, ბოლოს კი ის იტალიური „რომას“ მწვრთნელი იყო, საიდანაც 2021 წელს დაითხოვეს.

0.114584