ფეხბურთი

22:51 | 1.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ოლეგ ბლოხინი: "კიევში ასეთი აგრესია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ მინახავს"

ლეგენდარულმა უკრაინელმა ფეხბურთელმა ოლეგ ბლოხინმა რუსეთსა და ბელარუსს უკრაინაში ომის შეწყვეტისკენ მოუწოდა. როგორც მან აღნიშნა, კიევში ასეთი აგრესია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ უნახავს.

„მე, ოლეგ ბლოხინი, მოვუწოდებ ყველას, ვისზეც ეს დამოკიდებულია, პირველ რიგში, რუსეთისა და ბელარუსის სამხედრო სარდლობას, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ უკრაინის ქალაქების დაბომბვა და გაიყვანონ ჯარები. თქვენ იბრძვით არა მხოლოდ უკრაინელ ჯარისკაცებთან, არამედ მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, ეს მიუღებელია, ეს არის დანაშაული.

უკრაინაში ქალაქები და სოფლები დაიბომბა. მე კიევიდან ვარ, ასეთი აგრესია ჩემს მშობლიურ ქალაქს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ უნახავს. განადგურდა კიევი, ხარკოვი, ჩერნიგოვი, ხერსონი, მიკოლაევი, სხვა ქალაქები და სოფლები.

ყირიმის, დონეცკის და ლუგანსკის რეგიონები ოკუპაციის დაწყებიდან დღემდე ზარალდება. ყველა სპორტული ღონისძიება შეჩერებულია. სპორტსმენები იძულებულნი არიან დაიცვან სამშობლო, იმის ნაცვლად, რომ სპორტში იყვნენ. მსოფლიო ფეხბურთის და სპორტის ფედერაციებმა დაგმეს თქვენი ქმედება რუსეთისა და ბელარუსის ნაკრებების საერთაშორისო ტურნირებიდან მოხსნით. გონს მოდით. ჯარები გაიყვანეთ. შეაჩერეთ ეს ომი. ვლოცულობ ჩვენი უკრაინისთვის“, - დაწერა ბლოხინმა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე.

0.139223