ფეხბურთი

20:10 | 1.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

Adidas-მა რუსეთის საფეხბურთო კავშირთან კონტრაქტი გაწყვიტა

რუსეთის ნაკრებთან კონტრაქტი Adidas-მაც გაწყვიტა. გერმანულმა კომპანიამ ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.

„ადიდასი წყვეტს თანამშრომლობას რუსეთის საფეხბურთო კავშირთან, გადაწყვეტილება ძალაში დაუყოვნებლივ შევიდა“, - ნათქამია განცხადებაში.

ადიდასი რუსეთის საფეხბურთო კავშირთან 2006 წლიდან თანამშრომლობდა, მაგრამ რუსული აგრესიის შემდეგ მასთან კონტრაქტი გაწყვიტა.

შეგახსენებთ, რომ რუსულ სპორტულ სამყაროს სანქციები პრაქტიკულად ყველა საერთაშორისო ფედერაციამ დაუწესა.

0.113732