კვირას გამართული ინგლისის ლიგის, სხვანაირად კარაბაოს თასის ფინალი მართლაც საოცარი სანახაობა გამოდგა. ბრძოლა, სახიფათო მომენტები, ოთხი არჩათვლილი გოლი თამაშგარეების გამო. „ლივერპულმა“ და „ჩელსიმ“ მაყურებელს სწორედ ის შესთავაზეს, რისთვისაც ფეხბურთი უყვართ.
ბოლოს მატჩისშემდგომი უხანგრძლივესი თერთმეტმეტრიანების სერია, რომელიც 11:10 მოიგო „ლივერპულმა.“ გამარჯვების გოლი კი 23 წლის ირლანდიელმა მეკარემ, კუივინ კელეჰერმა გაიტანა, რომლის გამოჩენაც სასტარტო შემდგენლობაში ცოტა მოულოდნელი იყო.
ახლა ის გმირია. სხვათა შორის, 14 წლამდე თურმე თავის ბავშვთა გუნდში, „კორკ სქულბოიზში,“ ჩვენი ლეგენდარული ოთარ გაბელიასი არ იყოს, ცენტრალურ თავდამსხმელად თამაშობდა და მხოლოდ მამის ჩარევის შემდეგ გახდა მეკარე...
„ლივერპულის“ ოფიციალური ვებ-გვერდის ჟურნალისტებმა მას მცირე ინტერვიუ ჩამოართვეს.
კუივინ, შენ გამარჯვების პენალტი გაიტანე. რას გრძნობ ახლა?
ძნელი სათქმელია. ყველაფერთან ერთად გამარჯვებისგან სასიამოვნოდ გაოგნებული ვარ. „უემბლიზე“ მოგება ჩვენი გულშემატკივრების თვალწინ, ეს რაღაც განსაკუთრებულია.
პენალტების სერიის შემდეგ ვიღაცამ მითხრა: შენ მთავარი გოლი გაიტანეო. მაგრამ მე ის უფრო მაწუხებდა, რომ მოწინააღმდეგის ვერცერთი თერთმეტმეტრიანი მოვიგერიე. მადლობა ღმერთს, გავიტანე და ჩვენ გავიმარჯვეთ!
როცა ფინალის წინ იძინებდი, იფიქრებდი, რომ ყველაფერი ასე განვითარდებოდა?
ფინალის წინა ღამეს კარგზე ვოცნებობდი. მონდოდა გაგვემარჯვებინა, მაგრამ ალბათ ყველაზე გაბედულ სიზარშიც კი ვერ ვნახავდი, რომ პენალტს გავიტანდი. თანაც, გამარჯვების პენალტს.
როცა პენალტის ნიშნულთან მიხვედი, იცოდი როგორ უნდა მოქცეულიყავი?
სიმრთლე გითხრათ, მეორე კუთხეში ვაპირებდი დატყმას. მაგრამ როცა გამოვექანე, თვალი მოვკარი, რომ კეპა სწორედ იმ კუთხისკენ იხრებოდა. ამიტომ ბოლო წამს შევცვალე გადაწყვეტილება. ასე ზევითაც არ მიმნდოდა დარტყმა.
გვითხარი რაში და როგორ გეხმარებიან გუნდის მეკარე ალისონი და მწვრთნელი ჯონ ახტერბერი?
ჯონმა ჩემზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა. ეტყობა თავიდანვე დაინახა დიდი პოტენციალი და ყოველთვის მეხმარებოდა. პირველი დღიდანვე ბევრს მუშაობდა ჩემთან და ამისათვის დიდი მადლობა მაქვს სათქმელი. ალისონი კი უბრალოდ განუმეორებელია.
ბოლოსკენ „ჩელსიმ“ მეკარე შეცვალა, მენდის ნაცვლად კეპა გამოიყვანა. მე კი დავრჩი, მწვრთნელებმა ასე გადაწყვიტეს. ალისონს არც უფიქრია წყენოდა ან რაღაც ამგავრი. მთლიანად თამაშზე იყო კონცენტრირებული.
მატჩის განმავლობაში რამდენიმე ურთულესი ბურთი მოიგერიე. მაგრამ ბოლოსკენ, ლუკაკუს დარტყმული...
დიახ ეს ბოლოსკენ იყო. არ მოველოდი თუ დაარტყამდა. საბედნიეროდ ბურთი ფეხზე მომხვდა. უბედნიერსი ვარ, რომ რამდენიმე ძნელი ბურთი მოვიგერიე და გავიმარჯვეთ.